ახალი ამბები

‘სილქნეტი’ მე-9 არხის დროებითი გათიშვის მიზეზს განმარტავს

19 ოქტომბერი, 2012 •
‘სილქნეტი’ მე-9 არხის დროებითი გათიშვის მიზეზს განმარტავს

კომპანია “სილქნეტი’ განმარტავს, რომ მე-9 არხის მაუწყებლობის დროებითი შეჩერება გუშინ, 18 ოქტომბერს, უამინდობამ განაპირობა. 

 

“დღეს საღამოს გადაცემა “დიალოგებში”, “მეცხრე არხზე”, ჟურნალისტმა თამთა სანიკიძემ განაცხადა, რომ საღამოს საათებში სილქ-ტივიმ გარკვეული დროით შეაჩერა მეცხრე არხის მაუწყებლობა.

 

კომპანია სილქნეტი აცხადებს, რომ შეფერხება გამოწვეული იყო იყო უამინდობის გამო და შეეხო თანამგზავრული კავშირით მიღებულ არხებს, მათ შორის მე-9 არხზეც. ტექნიკურმა სამსახურებმა დააფიქსირეს  5-6 წუთიანი შეფერხება 25 არხთან დაკავშირებით.

 

ამ ეტაპზე ჩვენს აბონენტებს უწყვეტად მიეწოდება ყველა არხის მაუწყებლობა. აბონენტთა მომსახურების ცენტრში აღნიშნული დროისთვის არ ფიქსირდება გათიშვის შესახებ არც ერთი ინფორმაცია. აქვე აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად “მასთ ქერის” ვალდებულების ვადის ამოწურვისა, კომპანია სილქნეტი აგრძელებს თანამშრომლობას ყველა ქართულ არხთან და ყველა მათგანის მაუწყებლობას შეუფერხებლად მიაწვდის საკუთარ აბონენტებს,” – ნათქვამია “სილქნეტის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი