ახალი ამბები

ივანიშვილი: დამარწმუნეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში უნდა იყოს

18 ოქტომბერი, 2012 • 1274
ივანიშვილი: დამარწმუნეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში უნდა იყოს

“ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი,. ეს იყო რიგით მეორე შეხვედრა. მე მოხიბლული ვიყავი ჩვენი პირველი შეხვედრით, რომელიც ბათუმში შედგა რამდენიმე თვის წინ. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა, მივიღეთ ბევრი რჩევა და მიპატიჟება; მე დამარწმუნეს, რომ ჩემი პირველი ვიზიტი ევროპაში უნდა შედგეს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, 3 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი პირველი ვიზიტი აშშ–ში იქნებოდა.

“ვაშინგტონიდან  ოფიციალური მოწვევა მივიღე, თუმცა ამერიკის შეერთებულ შტატებს მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ვეწვევი. აშშ-ში ვიზიტამდე სხვა ქვეყანაში ვიზიტს არ ვგეგმავ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი