მისივე განმარტებით, ბუნებრივი აირის სუნის დაგროვება შენობაში სახურავზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოხდა. როგორც გიგაურს მუშებმა განუმარტეს, აღნიშნულ სამუშაოებს ბუნებრივი აირის ბალონის გამოყენებით ასრულებდნენ:
“შენობაში შიდა ვენტილაციაა, სახურავზე კი ამ ვენტილაციის ქვაბია, ამ ქვაბთან ახლოს, როდესაც გააგრძელეს შედუღება, ეს სუნი ვენტილაციის ქვაბმა მექანიკურდ დაატრიალა, შემოიპარა შენობაში. ბუნებრივი აირი ფიზიკურად პარლამენტის შენობაში შეყვანილი არ არის და, შესაბამისად, ვერ გაჟონავდა,”– განაცხადა მაკა გიგაურმა.
გაზის გაჟონვა პარლამენტის სამუშაოების მწარმოებელმა გიორგი კურცხალიამაც უარყო. მისი განმარტებით, ბუნებრივი აირი შენობაში ჩართული არაა.