ამ განცხადებას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია საკუთარ ვებგვერდზე აქვყნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დადგენილია ზღვრული სამომხმარებლო ტარიფები, კომისია მზად არის ექსპერტებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად დეტალურად განიხილოს და იმსჯელოს როგორც არსებულ სატარიფო მეთოდოლოგიებსა და ტარიფებზე, ასევე ზღვრული სამომხმარებლო ტარიფების გადახედვაზე“ – ნათქვამია სემეკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში კომისიის მიერ სამომხმარებლო ტარიფების შესახებ გაკეთებულ კომენტარებზე მედიის მხრიდან ხდება არასრულყოფილი ინტერპრეტირება. კერძოდ, თითქოსდა კომისია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ტარიფების შემცირებას, რაც არასწორია.