ეს განცხადება გენერალური პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა სასტუმრო “რედისონში” ჟურნალისტებთან შეხვედრისას გააკეთა.

კბილაშვილმა განაცხადა, რომ თუ ირაკლი ოქრუაშვილი ჩათვლის, რომ მას უკანონო განაჩენი გამოუტაენს, მის განცხადებაც განხილული იქნება. 

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა არჩილ კბილაშვილმა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისთვის ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაბრუნების საკითხზეც ისაუბრა:  

“ეს დამოკიდებულია მტკიცებულებებზე. ამ შემთხვევაში პოლიტიკური მოტივაცია არაფერს ნიშნავს. თუ ქიბარ ხალვაში ან სხვა მიიჩნევს, რომ მას საკუთრებაში ეკუთვნის ქონება, მათ შორის “რუსთავი 2″ -იც და  უკანონოდ წააართვეს, ამ საკითხს შევისწავლით, გამოვიძიებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ. წინასწარ მეტის თქმა არ შემიძლია”. 

ტელეკომპანია “გურია” ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს უკვე დაუბრუნდა. “იმედის” პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაბარების პროცესი კი 17 ოქტომბერს დაიწყო.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *