“ბოლო დღეებში ამ ფონდის გაშემო გარკვეული ვნაბათაღელვა იყო. მინდა დავამშვიდო ყველა ოჯახი, რომელიც ქირით არის გაყვანილი, რომ ყველა საქმე, რომელიც ფონდს დაწყებული აქვს, აუცილებად დასრულდება. ჯერ დასრულდება დაწყებული პროექტები, ხოლო მომავალ წლებში რა და როგორ იქნება, დაიწყება თუ არა ახალი პროექტები, ამას ბიუჯეტის მიხედვით გადავწყვეტთ”.
მისი თქმით, აღნიშნულ ფონდს ძალიან კარგი პროექტები აქვს განხორციელებული და “დედაქალაქი რომ ასეთი ლამაზია, ეს სწორედ თბილისის განვითარების ფონდის დამსახურებაა”.
ახალი ხელმძღვანელი ფონდში თანამშრომლების შემცირებას არ აპირებს და ისინი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
დავით ავალიანმა თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის პოსტზე გიორგი საბანაძე შეცვალა. თბილისის პრესამსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ საბანაძე თავისი ნებით გადადგა.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, ‘თბილისის განვითარების ფონდის’ თანამშრომლებმა სპეციალური განცხადება გაავრცელეს, ისინი ფონდის დახურვას უკანონოდ მიიჩნევნდენ.
“დღეს, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ქ. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილია თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობის შეწყვეტა ფორსირებული რეჟიმით და თანამშრომლების სამუშაოდან გათავისუფლება ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე. მიგვაჩნია, რომ ფონდის არსებობის საკითხი მისი საქმიანობის არსის და მნიშვნელობის გათვალისწინებით არ უნდა წყდებოდეს ერთპიროვნულად მერიის ხელმძღვანელობის მიერ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე. ვითხოვთ, ფონდმა სრული შემადგენლობით გააგრძელოს ფუნქციონირება, რათა პირნათლად შევასრულოთ ქ. თბილისის მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები”. – ნათქვამია განცხადებაში.
ფონდის თანამშრომლების განცხადებით, ამ დროისთვის ისინი დაახლოებით 60 პროექტს ახორციელებენ და თუკი პროექტები შეწყდა, 400–მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩება.
ფონდის გაუქმებასთან დაკავშირებით იმავე დღეს განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, რიმელშიც წერია, რომ თბილისის განვითარების ფონდმა ყველა პროექტი დაასრულა და აღარ მოხდა ახალი ხელშეკრულების გაფორმება, თუმცა დღეს გავრცელებულ პრესრელიზში, რომელიც ფონდის ახალი ხელმძღვანელის შესახებ იუწყება, ,აღნიშნულია, რომ ყველა პროექტი, რომელიც ფონდს ჰქონდა დაწყებული, აუცილებად დასრულდება.





