17:00 საათიანი ქრონიკის შემდეგ, “იმედზე” საინფორმაციო გამოშვება აღარ გავა. ამის შემდეგ ნეტგაზეთს “იმედის” საინფორმაციო სამსახურის პროდუსერის მოადგილემ განუცხადა.
საინფორმაციო სამსახურში, მისი განმარტებით, მივიდა პატარკაციშვილების ოჯახის წარმომადგენელი, გიორგი ბახტაძე, რომელმაც საინფორმაციო გამოშვების შეჩერების შესახებ ბრძანება გასცა.
როდის აღდგება საინფორმაციო გამოშვება იმედის ეთერში, თანამშრომლებმა არ იციან.
“თუმცა, თანამშრომლები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ და გადაღებებზე ივლიან,” -განაცხადა ირმა ლორიამ.
იმედის თანამშრომელთა განამრტებით, “იმედს” არაოფიციალურად უკვე ახალი ხელმძღვანელი, დავით შონია ხელმძღვანელობს.
