ახალი ამბები

“ქართულ ჭიდაობას” ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

24 იანვარი, 2017 • 1526
“ქართულ ჭიდაობას” ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 24 იანვარს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, „ქართულ ჭიდაობას“ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსი მიენიჭა.

აქამდე “ქართულ ჭიდაობას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წელს მიანიჭა.

“ქართული ჭიდაობა ჩვენი ერის იდენტობის განმსაზღვრელი და თვითმყოფადობის გამოხატულებაა”, – წერია განცახადებაში, რომელსაც კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჭიდაობა სპორტის უძველესი სახეობაა, რომელიც ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. მისი, როგორც სპორტის ეროვნული სახეობის სიძველეზე მეტყველებს „ალავერდის“ კედელზე შესრულებული ჭიდაობის სცენაც. სცენაზე აღბეჭდილი პერსონაჟთა სახეები, სამოსი და მოძრაობის პლასტიკა ერთმნიშვნელოვნად მიანიშნებს ქართულ ტრადიციულ საჭიდაო ხელოვნებაზე. მსგავსი შეჯიბრება საქართველოში თან სდევდა რელიგიურ დღესასწაულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი