“იმედის” ძველი ლოგო დღეს, 17 ოქტომებრის, 16:00 საათიდან ფიქსირდება.


შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “იმედის” პატარკაციშვილის ოჯახისათვის გადაბარების პროცესი დღეს დაიწყო.
“დღევანდელი დღე მთელი ოჯახისთვსი ძალიან ემუციურია,”– განაცხადა ინა გუდავაძემ. მან “იმედის” ჟურნალისტებს მიმართა, რომ მისთვის ჟურნალისტური ეთიკა არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები: “ჩვენ შევეცდებით ვიყოთ ობიექტურები, კეთილგანწყობით, მაგრამ სერიოზულები. ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას ოჯახზე და ბედნიერები ვართ”
ვინ იქნება “იმედის” ხელმძღვაენლი, ინა გუდავაძე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, რაც შეეხება “იმედის” საკადრო პოლიტიკას, გუდავაძე ამბობს, რომ კომპანიას დატოვებენ ის თანამშრომლები, ვინც ცუდად იქცეოდა: ” ისინი, თავად გაანალიზებენ საკუთარ საქციელს.”
გუდავაძის თქმით, ისინი ეცდებიან, იურიდიულად რაც შეიძლება მალე ასახონ “იმედის” ოჯახის მფლოებლობაში გადასვლა: ” ჩვენი ოჯახი დააფინანასებს ტელევიზიას, რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, ვრცელ ინტერვიუს მედიას მოგვიანებით მივცემთ”
ტელეკომპანია “იმედის” ოჯახისთვის დაბრუნების საკითხი გუშინ გახმაურდა. გიორგი არველაძე დაემშვიდობა “იმედის” კოლექტივს, ხოლო ოჯახმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
2011 წლის 27 დეკემბრამდე შპს „ტელეიმედის“ 100%–იანი წილის მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ იყო, რომლის 90%–იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რააქ ჯორჯია ჰოლდინგი“ ფლობდა, ხოლო 10%–იან წილს –ჯოზეფ ქეი.
2011 წლის 22 ნოემბერს გიორგი არველაძე, როგორც „რააქ ჯორჯია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი, უფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას საწესდებო წილის 45%–ის ყიდვის თაობაზე საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურ პირს. გადახდილი ფასის თაობაზე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელია.




