ახალი ამბები

ლაშა მაქაცარია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს [Video]

17 ოქტომბერი, 2012 •
ლაშა მაქაცარია: ყველაფერს გავაკეთებ, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს [Video]

“მინდა ახალ გუბერნატორს მივულოცო ეს თანამდებობა და წარმატებები ვუსურვო. ის 3 წელი, რომელიც აქ გავატარე ჩემთვის დასამახსოვრებელი იყო, ბევრი რამ გაკეთდა ამ რეგიონში. მინდა აღვნიშნო პარლამენტი, ბაგრატის ტაძარი, რაც მხოლოდ ნაწილია იმ პროექტების, რომელიც წარმატებული პერიოდი იყო ამ რეგიონის ცხოვრებაში.”

 

ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია იმერეთის ახალ გუბერნატორს ვახტანგ ბალავაძეს, რომელიც დღეს რეგიონში იმყოფებოდა და სხვადასხვა დონეზე შეხვედრებს მართავდა. 

 

იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა  კომენტარი პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანაზეც გააკეთა, მისი აზრით, პარლამენტის თბილისში დაბრუნება არ იქნება სწორი გადაწყვეტილება. 

 

“იმერეთი და განსაკუთრებით ქუთაისი პარლამენტის დაბრუნების აზრს მხარს არ უჭერს” – განაცხადა მაქაცარიამ და პარლამენტის ქუთაისში გადმოტანას ეპოქალური გადაწყვეტილება უწოდა. 

 

მაქაცარიას განცხადებით, იგი იმ გუნდის ნაწილად რჩება, რომელსაც  წარმოადგენდა და გუნდთან ერთდ ყველაფერს გააკეტებს იმისთვის, რომ პარლამენტი ქუთაისში დარჩეს. 

 

გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ზეინაბ ხაჩიძის განცხადებით, ახალ გუბერნატორთან შეხვედრისას საკადრო ცვლილებეზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა. ხაჩიძის თქმით, ვახტანგ ბალავაძე ვიცე გუბერნატორებთან და გუბერნიის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან მართავს შეხვედრებს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი