“ალბათ, შესაბამისი ცვლილება იქნება შეტანილი და საპარლამენტო ქალაქად თუ ქუთაისი დარჩება, ეს არ იქნება მხოლოდ ქუთაისი, რომ პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მისი არჩევანისამებრ გააგრძელოს საქმიანობა, ქუთაისში იქნება თუ თბილისში”, – მიიჩნევს მთავარი პროკურობის კანდიდატი არჩილ კბილაშვილი.
მისი შეფასებით, ძალიან რთულია ქუთაისში იმ სრულყოფილებით მუშაობა, რომელიც პარლამენტის წევრს ესაჭიროება.
“დღევანდელი კონსტიტუციით პარლამენტის პირველი სხდომა ქუთაისში ჩატარდება. რაც შეეხება მომავალს, ჩემი ხედვა ასეთია, რომ ძალიან რთულია ქუთაისში იმ სრულყოფილებით მუშაობა, რომელიც პარლამენტის წევრს ესაჭიროება. მაგალითად, აშენებულია შენობა, მაგრამ გადაუწყვეტელია, თუ სად უნდა იცხოვრონ პარლამენტის წევრებმა. არ არის შესაბამისი უზრუნველყოფა პარლამენტის წევრებისთვის”, – განაცხადა კბილაშვილმა.