ახალი ამბები

ინა გუდავაძე: იმედს დატოვებენ ისინი, ვინც უღირსად იქცეოდნენ

17 ოქტომბერი, 2012 •
ინა გუდავაძე: იმედს დატოვებენ ისინი, ვინც უღირსად იქცეოდნენ

“ტელეკომპანია “იმედის” დაბრუნებას  დრო დასჭირდება, ჩვენ  ეტაპობრივად გაგაცნობთ ყველაფერს” – განაცხადა მზია თორთლაძემ. 

 

მისი გნცხადებთ, ტელეკომპანიის ვალის საკითხზე დღეს საუბარი  არ ყოფილა: “გადაიხედება საკადრო პოლიტიკა. ჩვენ არ ვდგევართ არც არავის წინ და არც არავის უკან.  ჩვენ ვართ ოჯახი, რომელსაც უნდა დაბალანსებული და ობიექტური ტელევიზია.”

 

 პატარკაციშვილის მეუღლეს ინა გუდავაძეს “იმედის” თანამშრომლები ტაშით შეხვდნენ. 

 

“დღევანდელი დღე მთელი ოჯახისთვსი ძალიან ემუციურია,”– განაცხადა ინა გუდავაძემ. მან “იმედის” ჟურნალისტებს მიმართა, რომ მისთვის ჟურნალისტური ეთიკა არ არის მხოლოდ ცარიელი სიტყვები: “ჩვენ შევეცდებით ვიყოთ ობიექტურები, კეთილგანწყობით, მაგრამ სერიოზულები. ჩვენ ვგრძნობთ დიდ პასუხისმგებლობას ოჯახზე და  ბედნიერები ვართ”

 

ვინ იქნება “იმედის” ხელმძღვაენლი, ინა გუდავაძე ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, რაც შეეხება “იმედის” საკადრო პოლიტიკას, გუდავაძე ამბობს, რომ კომპანიას დატოვებენ ის თანამშრომლები, ვინც ცუდად იქცეოდა: ” ისინი, თავად გაანალიზებენ საკუთარ საქციელს.”

 

გუდავაძის თქმით, ისინი ეცდებიან, იურიდიულად რაც შეიძლება მალე ასახონ “იმედის” ოჯახის მფლოებლობაში გადასვლა: ” ჩვენი ოჯახი დააფინანასებს ტელევიზიას, რაც შეეხება მოლაპარაკების პროცესს, დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, ვრცელ ინტერვიუს მედიას მოგვიანებით მივცემთ” 

 

ინა გუდავაძემ ტელეკომპანია ამ დროსათვის დატოვა. “იმედში” რჩებიან პატარკაციშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები. 

 

ტელეკომპანია “იმედის” ოჯახისთვის დაბრუნების საკითხი გუშინ გახმაურდა. გიორგი არველაძე დაემშვიდობა “იმედის” კოლექტივს, ხოლო ოჯახმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.   

 

2011 წლის 27 დეკემბრამდე შპს „ტელეიმედის“ 100%–იანი წილის მფლობელი შპს „ჯორჯიან მედია პროდაქშენ გრუპი“ იყო, რომლის 90%–იან წილს პანამაში რეგისტრირებული კომპანია „რააქ ჯორჯია ჰოლდინგი“ ფლობდა, ხოლო 10%–იან წილს –ჯოზეფ ქეი.

 

2011 წლის 22 ნოემბერს გიორგი არველაძე, როგორც „რააქ ჯორჯია ჰოლდინგის“ წარმომადგენელი, უფორმებს ნასყიდობის ხელშეკრულებას საწესდებო წილის 45%–ის ყიდვის თაობაზე საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურ პირს. გადახდილი ფასის თაობაზე ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გასაჯაროება დაუშვებელია.

გიორგი არველაძე საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და პრეზიდენტ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. რაც შეეხება ”ტელეიმედის” სხვა მეწილეებს, გიორგი კორახაშვილი მომღერალ ნინო ჩხეიძის მეუღლე და კომპანია ”ალგორითმის” პრეზიდენტია, ჯოზეფ ქეი კი, ტელეკომპანიის პირველი მფლობელის, ბადრი პატარკაციშვილის ნათესავი. ”ტელეიმედი” სწორედ მის ხელში აღმოჩნდა პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვლილი ბიზნესმენის ოჯახი წლების მანძილზე ცდილობდა ტელეკომპანია დაებრუნებინა, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებასთან მორიგდა და პატარკაციშვილის სხვა ბიზნესების სანაცვლოდ ოჯახმა ტელეკომპანია დათმო.

მასალების გადაბეჭდვის წესი