ახალი ამბები

პატარკაციშვილის ოჯახი იმედში მივიდა

17 ოქტომბერი, 2012 •
პატარკაციშვილის ოჯახი იმედში მივიდა

ტელეკომპანიაში რამდენიმე წუთის წინ ბადრი პატარკაციშვილის მეუღლე ინა გუდავაძე და დები ადვოკატების თანხლებით მივიდნენ. მათ ტელეკომპანიის ტერიტორიაზე “იმედის” მფლობელი გიორგი არველაძე დახვდათ. 

მედიასთან მცირე კომენტარი ბადრი პატარკაციშვილის დამ, მზია თორთლაძემ გააკეთა. მისი განცხადებით, ტელეკომპანიის დაბრუნება ოჯახისთვის მათი ინიციატივით მოხდა. მისი თქმით, შეიცვლება არხზე როგორც საკადრო, ისე საინფორმაციო პოლიტიკა. მზია თორთლაძის განცხადებით, პატარკაციშვილის ოჯახი უფრო ვრცელ განცხადებას “იმედში” შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი