ახალი ამბები

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ვებ გვერდი იხსნება

17 ოქტომბერი, 2012 •
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ვებ გვერდი იხსნება

ახალი ვებ გვერდის www.ertad.org და ვიდორგოლის პრეზენტაცია 20 სექტემბერს გაიმართება. ასევე დაიწყება პეტიციაზე ხელისმოწერების შეგროვება, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხელმისაწვდომი გახდეს ეტლით მოსარგებლე მოქალაქეებისთის. 

 

ახალი ვებგვერდის მეშვეობით  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და გამოცდილების გაცვლა იქნება შესაძლებელი. ასევე თავმოყრილი იქნება ინფორმაცია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  უფლებებზე, არსებულ კანონმდებლობაზე და ხელმისაწვდომ მომსახურებაზე.

 

ვებგვერდი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ასევე შესთავაზებს  პრაქტიკულ ინფორმაციას – ვიდეო ვარჯიშებს, დამოუკიდებლად გადაადგილების, ადაპტირებული ტრანსპორტით, პანდუსით და სხვა სერვისებით სარგებლობის  წესებს.

 

„ამ ვებგვერდზე არსებული ინფორმაცია დაეხმარება ადამიანებს იმ ფაქტის გააზრებასა და მიღებაში, რომ მათთვის აუცილებელია აქტიური ცხოვრების გაგრძელება.  ჩვენი მიზანია, ყველას დავეხმაროთ საკუთარი მისიის გააზრებაში.  ტრამვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ჩემი აზროვნებაც. თავიდან  ძალიან გამიჭირდა იმის მიღება,  რომ ვეღარ გავივლიდი…“-ამბობს გიორგი ახმეტელი,  „მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ ხელმძღვანელი. -„დღეს, ვაქტიურობთ მცირე ჯგუფი.  გვინდა გავააქტიუროთ და სახლიდან გამოვიყვანოთ ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საზოგადოება მათ არ მიიღებს. ჩვენ დიდი ძალა ვართ და ერთად ძალიან ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია.“- ამბობს იგი. 

 

ვებგვერდისა და პეტიციის წარდგენასთან ერთად ნაჩვენები იქნება სოციალური ვიდეორგოლი, რომელიც მოკლედ აღწერს ტრანსპორტისა და შენობების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ფილმი ამერიკულმა  ორგანიზაციამ New Media Advocacy Project-მა მოამზადა.

 

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირები და საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები. პრეზენტაცია 20 ოქტომბერს 

 

“მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის” წელიწადზე მეტია რაც არსებობს. ის ხერხემლის დაზიანების მქონე მოქალაქეებს აერთიანებს. მისი მისიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება მათთვის საზოგადოებრივ სიკეთეზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრდუნველყოფისათვის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი