შეხვედრის შემდეგ კომენტარი მხოლოდ დავით ნარმანიამ გააკეთა.
”გავეცანით სამინისტროს შემადგენლობას, დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, თითოეულმა მათგანმა თავისი მიმდინარე პროექტები წარმოადგინა, საჭიროებები და ის პრობლემები, რომლებიც ამ დროისთვის გადაჭრას საჭიროებს. გამომდინარე აქედან, ხვალიდან სამუშაო შეხვედრები დავგეგმეთ სამსახურების მიხედვით. ხვალ და ზეგ შევხვდებით უფრო დეტალური საუბრის რეჟიმში საავატომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელებს, წყალმომარაგების კომპანიის, ასევე მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელობას. გავივლით იმ საკითხებს, რომელიც დროებით არის შეჩერებული.”
ნარმანიამ საგზაო და ინფრასტურქტურასთან დაკავშირებულ პროექტებსა და პროგრამებზეც ისაუბრა და თქვა, რომ ისინი უპირობოდ გაგრძელდება.
”ცალკე საუბარი გვქონდა ”ლაზიკას” პროექტზე. სადაც სამუშაოების გარვეული ნაწილი არის ჩატარებული და ანგარიშწორება განსახორციელებელია იმ კომპანიებთან, რომლებმაც ეს სამუშაოები განახორციელეს. ამ კომპანიებთან შესაბამისი ანგარისწორების საკითხიც დგას, ვიანიდან მათ შესაძლოა სამინისტროს უჩივლონ, რომ მან მათ წინაშე ვალდებულება არ შეასრულა. პირადად ჩემი აზრია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით უნდა მოხდეს ანგარიშსწორება.”
რაც შეეხება სამინისტროს რეორგანიზაციის დაწყებას, ნარმანიას განაცხადით, სამართლებრივი საფუძველი ჯერ არ არსებობს და, შესაბამისად, არ არის გეგმა, რა ფორმით განხორციელდება ის.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 ოქტომბერს სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.