ახალი ამბები

როტერდამის მუზეუმიდან პიკასოს, მონეს, გოგენის და ფროიდის ნამუშევრები მოიპარეს

17 ოქტომბერი, 2012 •
როტერდამის მუზეუმიდან  პიკასოს, მონეს, გოგენის და ფროიდის ნამუშევრები მოიპარეს

 

 

BBC-ის ინფორმაციით, ნიდერლანდების პოლიციის განცხადებით ნამუშევრები მუზეუმიდან სამშაბათს  გაიტანეს. გატანილ  ნამუშევრებს შორის გახლავთ: მონეს “ვატერლოოს ხიდი”,  ლუსიან ფროიდის “ქალი დახუჭული თვალებით’, პიკასოს “არლეკინის თავი” და მატისის “გოგონა კითხვისას”

 

მუზეუმის სპიკერმა პატრიცია ვესელსმა განაცხდა, რომ  ქურდმა ან შესაძლოა ქურდებმა პოლიციის მოსვლამდე დატოვეს მუზეუმი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნიდერლანდებში ხელოვნების ნიმუშებს იპარავენ, ყველაზე დიდი ძარცვა ამ კუთხით 1991 წელს მოხდა, როცა ვან გოგის მუზეუმიდან 20 ნახატი მოიპარეს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი