დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ვანო მერაბიშვილი ორდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ გაემგზავრა. ვანო მერაბიშვილი საქართველოში 18 ოქტომბერს დაბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის გადადგომის, გადაყენების ან უფლებამოსილების მოხსნიდან შვიდი დღის განმავლობაში პრეზიდენტმა საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა უნდა აირჩიოს. შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრის დასახელება დღეს უნდა მოხდეს.
1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ ახალი მთავრობა სწორედ კოალიციამ უნდა დააკომპლექტოს. “ქართული ოცნების” პრემიერ–მინისტრობის კანდიდატია ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც მინისტრობის ახალი კანდიდატები 8 ოქტომბერს წარადგინა.