ახალი ამბები

ერიკ რუბინი: ხელისუფლბის გადაცემის პროცესი სანიმუშოა

16 ოქტომბერი, 2012 •
ერიკ რუბინი: ხელისუფლბის გადაცემის პროცესი სანიმუშოა

ეს განცხადება, აშშ–ის სახალმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ერიკ რუბინმა თბილისში, აშშ–ის საელჩოში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.  

 

„ჩვენ ვულოცავთ ყველას ხელისუფლების მშვიდობიან, თავისუფალ და უმტკივნეულო გადაცემას. ხელისუფლების გადაცემის პროცესი სანიმუშოა. ეს მოსაზრება მე გავუზირე დღეს შეხვედრაზე პრეზიდენტს, მომავალ პრემიერმინისტრს, მოქმედი და მომავალი მთავრობის წევრებს“ –აღნიშნა რუბინმა.

 

მისივე თქმით, ყველა იმ პირს, რომელსაც ის შეხვდა დღეს, ადასტურებენ თვიანთ განწყობას და ურყევობას საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით. ეს კვლავ რჩება ევროატლანტიკური ღირებულებებისადმი მიმართული. პარტნიორობა აშშ–სა და საქარველოს შორის იქნება მტკიცე და გაძლიერდება მომავალშიც.

 

 რუბინმა ხელისუფლების გადაცემის პროცესში მედიის დადაებით როლზეც ისაუბრა: „რაც უკანასკნელ პერიოდში ხდება საქრთველოში, ნახეთ, თუ რაოდენ დიდი როლის შესრულება შეუძლია თავისუფალ მედიას. მიმდინარე პროცესებში უზარმაზარი როლი შეასრულა იმ ფაქტმა, რომ ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისათვის იყო ხელმისაწვდომი. ინფორმაცია  ყველა მხრიდან მოდიოდა. ამიტომ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ქვეყანაში ალტერნატიული ინფორმაციის წყაროები“.  

მასალების გადაბეჭდვის წესი