ახალი ამბები

უსუფაშვილი: სასამართლოების გამჭვირვალობა არის ჩვენი პრიორიტეტი

16 ოქტომბერი, 2012 •
უსუფაშვილი: სასამართლოების გამჭვირვალობა არის ჩვენი პრიორიტეტი

“სასამართლო სხდომების გასაჯაროება იქნება ჩვენი პრიორიტეტი, რა ფორმით მოხდება ეს, ამას ძალიან მალე გავარკვევთ, რა თქმა უნდა, არასამთავრობოებთან კონსულტაციით. სასამართლოების გამჭვირვალობა და გახსნილობა – ეს არის ჩვენი პრიორიტეტი”,– განუცხადა დავით უსუფაშილმა დღეს, 16 ოქტომბერს, ქუთაისში პარლამენტის შენობის დათვალიერების შემდეგ.

 

შეგახსენებთ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე სწორედ დავით უსუფაშვილი იქნება. 

 

რაც შეეხება სასამართლო სხდომებზე ფოტო–ვიდეო გადაღებას, ეს წლების წინ აიკრძალა. პროცესებვზე აქამდე დაშვებული იყო მხოლოდ აუდიო ჩანაწერის წარმოება ისიც მოსამართლის ნებართვით, თუმცა, აღნიშნული ნორმა პრაქტიკულად არ მუშაობდა. მოსამართლეები მხოლოდ იშვიათ გამონაკლის შემთხვევბში აძლევდნენ ჟურნალისტებს აუდიო ჩაწერის უფლებას. მიმდინარე წლის ზაფხულში კი თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა ახალი ბრძანება, რომლითაც სასამართლო დარბაზში საერთოდ აიკრძალა რაიმე სახის ელექტრონული მოწყობილობის შეტანა, მათ შორის გათიშული მობილური ტელეფონისაც. 

მასალების გადაბეჭდვის წესი