ახალი ამბები

‘ოცნებამ’ პარლამენტის შენობა შეამოწმა

16 ოქტომბერი, 2012 •
‘ოცნებამ’ პარლამენტის შენობა შეამოწმა

პარლამენტის შესამოწმებლად ქუთაისში ჩავიდნენ: ვახტანგ ხმალაძე, მანანა კობახიძე, ზვიად ძიძიგური და “ქართული ოცნების” სხვა წევრები. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, პარლამენტის შენობა პირველი სხდომის ჩასატარებლად მზადაა. მისივე თქმით, პარლამენტი აუცილებლად დაბრუნდება თბილისში, რადგან, მისი მოსაზრებით, ქუთაისში მუშაობა მთავრობისა და პარლამენტისთვის მოუხერხებელი იქნება. 

 

“ქართული ოცნების” წევრებმა პარლამენტის შენობის დათვალიერების შემდეგ აპარატის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღესვე განაცხადა, რომ პარლამენტის პირველი სხდომა კვირას, 21 ოქტომბერს გაიმართება და პრეზიდენტი ამ თარიღს დღეს ან ხვალ ოფიციალურად გამოაცხადებს. კანონით, სწორედ პრეზიდენტი ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი