“დღეს, ჩვენთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, ქ. თბილისის მერიის მიერ დაგეგმილია თბილისის განვითარების ფონდის საქმიანობის შეწყვეტა ფორსირებული რეჟიმით და თანამშრომლების სამუშაოდან გათავისუფლება ყოველგვარი გაფრთხილებისა და წინასწარი შეთანხმების გარეშე.
მიგვაჩნია, რომ ფონდის არსებობის საკითხი მისი საქმიანობის არსის და მნიშვნელობის გათვალისწინებით არ უნდა წყდებოდეს ერთპიროვნულად მერიის ხელმძღვანელობის მიერ, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების გარეშე.
ვითხოვთ, ფონდმა სრული შემადგენლობით გააგრძელოს ფუნქციონირება, რათა პირნათლად შევასრულოთ ქ. თბილისის მოსახლეობის წინაშე აღებული ვალდებულებები”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ფონდის თანამშრომლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, პროექტების დაფინანსებას და დაგეგმვას უშუალოდ მერია ახორციელებდა, ხოლო მერიის მიერ დაფუძნებული ფონდი უშუალოდ დედაქალაქის ხელმძღვანელობის მითითებებს და ბრძანებებს ასრულებდა.
ფონდის თანამშრომლების განცხადებით, ამ დროისთვის ისინი დაახლოებით 60 პროექტს ახორციელებენ და თუკი პროექტები შეწყდა, 400–მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩება.
ფონდის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, რიმელშიც წერია, რომ თბილისის განვითარების ფონდმა ყველა პროექტი დაასრულა:
“პროექტების უმრავლესობა, რომელსაც თბილისის რეაბილიტაციის ფონდი ახორციელებდა, დასრულდა და, შესაბამისად, თანამშრომლებთან აღარ მოხდა ახალი ხელშეკრულებების გაფორმება. პროექტების უმრავლესობა, რომელსაც თბილისის რეაბილიტაციის ფონდი ახორციელებდა, დასრულდა და, შესაბამისად, თანამშრომლებთან აღარ მოხდა ახალი ხელშეკრულებების გაფორმება”, – ნათქვამია განცხადებაში.