ახალი ამბები

თბილისის განვითარების ფონდმა პროექტები დაასრულა

16 ოქტომბერი, 2012 •
თბილისის განვითარების ფონდმა პროექტები დაასრულა

თბილისის განვითარების ფონდის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

 

“პროექტების უმრავლესობა, რომელსაც თბილისის რეაბილიტაციის ფონდი ახორციელებდა, დასრულდა და, შესაბამისად, თანამშრომლებთან აღარ მოხდა ახალი ხელშეკრულებების გაფორმება.

 

თბილისის განვითარების ფონდი კეთილსინდისიერად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობას და დაასრულებს ყველა იმ პროექტს, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა.  თანამშრომლების ბრალდება მიმდინარე პროექტების შეჩერებაზე არ შეესაბამება სიმართლეს,”- ნათქვამია განცხადებაში.  

მასალების გადაბეჭდვის წესი