ახალი ამბები

კობახიძე: მზად ვარ საკონსტიტუციო სასამართლოში მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებებისთვის

23 იანვარი, 2017 • 1453
კობახიძე: მზად ვარ საკონსტიტუციო სასამართლოში მიუკერძოებელი გადაწყვეტილებებებისთვის

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, დეპუტატი მანანა კობახიძე ამბობს, რომ თუ პარლამენტი მას აირჩევს, პასუხისმგებელი კონსტიტუციის წინაშე იქნება და არა “ქართული ოცნების”

“საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევის შემდეგ პირი  ანგარიშვალდებული ხდება მხოლოდ  საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. მისი ვალდებულებაა კონსტიტუციის და კანონის უზენესობის დაცვა, მისი ვალდებულებაა, არ დაექვემდებაროს არანაირ პოლიტიკურ გავლენას.  მე მზად ვარ, მივიღო აბსოლუტურად მიუკერძოებელი და სამართლიანი გადაწყვეტილებები, რომლებიც მხოლოდ კონსტიტუციის პრინციპებიდან იქნება ნაკარნახევი. დაველოდოთ პროცედურებს, ვნახოთ, მექნება თუ არა პარლამენტის მხარდაჭერა,” – აღნიშნავს კობახიძე.

პოლიტიკურ მიკერძოებასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებს მანანა კობახიძე შემდეგნაირად პასუხობს

“მაშინ კანონი უნდა კრძალავდეს წარდგენას. მსგავსი აკრძალვა არც კონსტიტუციაში გვაქვს და არც კანონში. არჩევის შემდეგ მოსამართლე მხოლოდ კანონის წინაშეა ანგარიშვალდებული. ”

დღეს, 23 იანვარს   “ქართული ოცნების” საპარლამენტო  ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ  საკონსტიტუციო სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე მანანა კობახიძეს წარადგენენ.

“ქართული ოცნება პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ქალბატონ მანანა კობახიძის კანდიდატურას. ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე, თავისი პროფესიონალიზმით გამორჩეული. ის უზრუნველყოფს და ვალდებულია უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და მისი მოსამართლეობა მუდმივი პოლიტიკური სპეკულირების საგანი არ იყოს. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება”, – აღნიშნავს მდინარაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი