ახალი ამბები

ნიკა მელია ვანო მერაბიშვილს ხვდება “მატროსოვის ციხეში”

23 იანვარი, 2017 • 3232
ნიკა მელია ვანო მერაბიშვილს ხვდება “მატროსოვის ციხეში”

“ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ვანო მერაბიშვილთან შესახვედრად #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 23 იანვარს, დღის 2 საათისთვის მივიდა.

მერაბიშვილთან შესახვედრად ე.წ მატროსოვის ციხეში შესვლამდე ნიკა მელიას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მას შემდეგ, რაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გაიყო, პარტიის მოქმედი და ყოფილი ლიდერებისაგან განსხვავებით, თავისი გადაწყვეტილების შესახებ (თუ რომელ გუნდს უჭერს მხარს) ინფორმაცია არ გაუვრცელებია ვანო მერაბიშვილს.

20 იანვარს, “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობის შემდეგ, პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალურ მდივნად აირჩიეს, თუმცა იმავე დღეს მერაბიშვილმა ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ მას ყრილობაზე პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განუცხადებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი