დავით სერგეენკოს, ჯანდაცვის მინისტრობის ახალი კანდიდატის განმარტებით, შესრულდება ყველა ის გეგმა, რომელიც “ქართული ოცნების” სამოქმედო პროგრამაშია გაწერილი.
“მოხდება ჯანდაცვის ხარისხის გაზრდა, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა შრომის კოდექსში და მოხდება პენსიებისა და დახმარებების საკითხების გადახედვა. შრომის კოდექსის რედაქტირება დაქირავებულის სასარგებლოდ არის ჩვენი პრიორიტეტი, დამქირავებელი არ უნდა იყოს აბსულუტურად შეუზღუდავი. ბუნებრივია, დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის ურთიერთობა ორმხრივია, მაგრამ შემზღუდავი ფაქტორის საფუძველი უნდა იყოს შრომის კოდექსი,”- აცხადებს მინისტრობის კანდიდატი.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის მიერ პირველად დასახელებული ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ამირან გამყრელიძე, რომელმაც აღნიშნულ პოსტზე უარი განაცხადა, დავით სერგეენკომ შეცვალა.
ივანიშვილის განცხადებით, ის პედიატრი და რეანიმატოლოგია, რომელიც დღემდე საჩხერის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი იყო. ივანიშვილმა ჯანდაცვის სფეროში მის სხვა წარმატებებზეც ისაუბრა.