“ის ფასადური რეფორმები, რაც განახორციელა ჩვენმა ხელისუფლებამ, პრაქტიკულად დაანგრია და მიწასთან გაასწორა მეცნიერება, ცუდ დღეშია განათლებაც. აღარ უნდა დავუშვათ აღარანაირი შეცდომა, მხოლოდ განათლებულ საზოგადოებას შეუძლია ქვეყნის სწორი მიმართულებით წაყვანა, ამიტომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ექნება მომავლისთის,” – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, განათლების მომავალ მინისტრ გიორგი მარგველაშვილთან ერთად, განათლებისა და მეცნიერების სისტემის სრულყოფაში გია დვალიც მიიღებს მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფიზიკოსმა, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა თეორიულ ფიზიკაში გია დვალმა სპეციალური განცხადება გაავრცელა არჩევნებამდე ორი დღით ადრე, რომელშიც სააკაშვილის მთავრობა გააკრიტიკა.
ჯერჯერობით, კომისიის მხოლოდ ორი წევრია ცნობილი, ესენი არიან პარლამენტარები – ნინო გოგუაძე და დავით ზურაბიშვილი.