
“მიმდინარე საქმეები და ვალდებულებები უნდა იყოს გასტუმრებული, ამავდროულად, მომზადდეს სამუშაო ჯგუფის მიერ გეგმა, რომ კანონმდებლობის ფარგლებში, შესაბამისი წესებისა და პროცედურების გათვალისწინებით გატარდეს რეორგანიზაცია, ერთი ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს შეუერთდეს და მეორე ნაწილი– პრემიერ მინისტრის აპარატს. ეს არის უზარმაზარი სამინისტრო, დაახლოებით 1 მილიარდამდე ლარის პროექტით და მის რეორგანიზაციას 2 -3 კვირა არ ეყოფა. ვფიქრობ, ამას რამდენიმე თვე დაჭირდება,”- განაცხადა ნარმანიამ.
კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო სამინისტროს გაუქმება, ნარმანია პასუხობს, რომ სამინისტროს ფუნქციები ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ იმ ევროპულ ქარტიას ეწინააღმდეგება, რომელსაც საქართველო 2002 წელს შეუერთდა.
“ეს არის ახალი გუნდის ხედვა, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სამინისტროები და უწყებები. ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით საკითხები იყო რეგიონული განვითარების სამინისტროში, ეს ეწინააღმდეგებოდა ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ პრინციპებს, ქარტიას, რომელსაც საქართველომ 2002 წელს მოაწერა ხელი. თვითმმართველობის საკითხები უნდა იყოს ცალკე, ხოლო ინფრასტრუქტურა ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და მას უნდა დაექვემდებაროს.”
დადგება თუ არა სამინისტროს თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნის საკითხი, ნარმანიას განმარტებით, ამაზე ცალსახა პასუხი ჯერ არ არსებობს.
“ჩემი პირადი და ამ შემთხვევაში გუნდის პოზიცია ემთხვევა. პროფესიონალი ადამიანები ნამდვილად არ არიან დასაკარგი და არ უნდა დავკარგოთ ისინი.”




