“გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქციას წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა, იგი უნდა გაძლიერდეს, ნებართვის პირობების კონტროლის, თუ ბუნებრივი რესურსების კონტროლის კუთხით. პირველი ნაბიჯები იქნება ისეთი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისთვის, რაც სამინისტროს ფუნქციებს გააძლიერებს”.
გოგოლაძის თქმითვე, იმის მიუხედავად, რომ ბუნებრივი რესურსების მართვა გარემოს დაცვის სამინისტროს არ დაუბრუნდება და ის ენრგეტიკის სამინისტრიდან ეკონომიკის სამინისტროს კომპეტენციაში გადავა, კვოტების დადგენა და ბუნებრივი რესურსების ამოღების კონტროლი გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქცია უნდა გახდეს.
ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბუნებრივი რესურსების კუთხით პოლიტიკის განმსაზღვრელი გარემოს დაცვის სამინისტრო იქნება, ხოლო შეთანხმებული ნაწილის მართვას განახორციელებს ეკონომიკის სამინისტრო.