კვირიკაშვილის თქმითვე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან ინფრასტრუქტურის ნაწილი გადავა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ასევე ამ უწყებას დაემატება ბუნებრივი რესურსების მართვა, რომელიც დღეს მოქმედი მოდელით, ენერგეტიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
“ბუნებრივი რესურსების მართვა, რაზეც შეთანხმება მიღწეული იქნება, განხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს მიერ”, – აცხადებს კვირიკაშვილი.
რაც შეეხება მის მომავალ გუნდს, რომელიც მასთან ერთად იმუშავებს სამინისტროში, ამაზე კვირიკაშვილი კომენტარს ჯერ არ აკეთებს.