“საქართველოს პრეზიდენტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათ სიტყვით მიმართა და პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე ვანო მერაბიშვილი წარუდგინა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა“ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პარტიისთვის უნდა იყოს განახლებისა და ახალი ეტაპის დაწყების ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი,”- ნათქვამია პრეზიდენტის ფეისბუქის გვერდზე.
დღესვე, 15 ოქტომბერს ვანო მერაბიშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში დავით ბაქრაძემ წარადგნინა. მერაბიშვილმა მიხეილ მაჭავარიანი შეცვალა.
“კიდევ ერთი სიახლე, პარლამენტში ერთიანი პოლიტიკური უმცირესობის ფარგლებში შეიძლება რამდენიმე ფრაქცია ჩამოყალიბდეს. ვინაიდან ოპოზიციას მეტი ხმა და დრო ჭირდება დებატებისთვის, ეს კეთდება იმისთვის, რომ ოპოზიცია იყოს ძლიერი,”- განაცხადა ბაქრაძემ.