ახალი ამბები

ქალთა მსვლელობა თბილისში – “დაასრულე სიჩუმე, დაასრულე ძალადობა”

21 იანვარი, 2017 • 5220
ქალთა მსვლელობა თბილისში – “დაასრულე სიჩუმე, დაასრულე ძალადობა”

21 იანვარს თბილისში, მსოფლიოს სხვა მრავალი ქალაქის პარალელურად, ქალთა მსვლელობა გაიმართა. ათობით მონაწილემ თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან დაიწყო მსველობა და აქცია საქართველოს პარლამენტის სასახლესთან მანიფესტაციით დაასრულა.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, აშშ-ის საპრეზიდენტო კამპანიის დროს სექსიზმისა და დაყოფის რიტორიკამ ბევრი ადამიანი მსოფლიოს გარშემო შეშფოთებული დატოვა. ხოლო თბილისის აქცია სოლიდარობას გამოხატავს ვაშინგტონში გამართული ქალთა მარშისა და მსოფლიოს ასობით ქალაქში გამართული მსვლელობების მიმართ.

“უკან არ დავიხევთ, არ გავჩუმდებით და ბრძოლას განვაგრძობთ, სანამ ყველას თანასწორობა და ღირსება არ იქნება მიღწეული”, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

“ეს დასაწყისია. ვიმედოვნებ, რომ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე საუბარს საჯაროდ და მივიღებთ პრობლემების გადასაწყვეტად შესაბამის ზომებს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ძმებსა და დებს მსოფლიოს გარშემო”, – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

“მე მეზრდება გოგო, რომელმაც მინდა, რომ უკეთეს სამყაროში იცხოვრობს. მყავს ბიჭი, რომელიც მინდა, როდესაც გაიზრდება, პატივი სცეს ქალთა უფლებებს, პატივი სცეს უმცირესობებს, პატივი სცეს განსხვავებული რელიგიის და ეთნიკური თუ სექსუალური იდენტობის ადამიანებს”, – თქვა აქციის კიდევ ერთმა მონაწილემ.

“დაასრულე სიჩუმე, დაასრულე ძალადობა”, “ქალთა უფლებები დაცული იქნება”, “არა სიძულვილს”, – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.

აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ქვიარ უფლებათა აქტივისტმა, მარი კურტანიძემ: “მე ვარ აქ, რადგან ვიაზრებ იმას, რომ ბრძოლას თანასწორობისთვის ვერ მოვიგებთ, თუკი თითოეული ქალი არ გაიაზრებს მის წინ პასუხისმგებლობას ამ ბრძოლაში. ჩემთვის მნიშვნელოვანია, გამოვიყენო ყველა პლატფორმა და შესაძლებლობა, რათა ერთმანეთს მივაწვდინოთ ხმა საზოგადოებასა და სახელმწიფოს. აქ ვარ იმიტომ, რადგან მჯერა, მხოლოდ სოლიდარობით და ერთმანეთის მხარში დგომით მივაღწევთ გენდერულ თანასწორობას”, – თქვა მან.

გამომსვლელებმა ისაუბრეს ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვის მნიშვნელობაზეც და სოლიდარობა გამოუცხადეს იმ ადამიანებს, ვინც წინააღმდეგობასა თუ აგრესიას აწყდება ყოველდღიურად თავიანთი გენდერული იდენტობის გამო. მათ პირადი გამოცდილების შესახებაც ისაუბრეს.

გამომსვლელებმა დაგმეს ნაადრევი ქორწინება და ძალადობა ქალებზე. აქციაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს ეკონომიკურ უთანასწორობაზე ქალებსა და კაცებს შორის. როგორც კიდევ ერთმა გამომსვლელმა თქვა, ხშირად ერთსა და იმავე პოზიციაზე მომუშავე ერთი და იმავე შესაძლებლობების მქონდე კაცსა და ქალს განსხვავებული ანაზღაურება აქვთ და კაცების ანაზღაურება გაცილებით მეტია ქალებისაზე, რადგან ისინი კაცები არიან.

“თანასწორობა ვერ მიიღწევა, თუკი ეს პრობლემები არ მოგვარდება”, – ამბობდნენ დემონსტრანტები.

ქალთა მსვლელობა თბილისში რუსთაველის გამზირზე. 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ქალთა მსვლელობის მონაწილეები 15 საათისთვის პარლამენტის სასახლესთან მივიდნენ და აქცია გამართეს. 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

"თანასწორობა ყველასათვის" - წერია ბანერზე. 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“თანასწორობა ყველასათვის” – წერია ბანერზე. 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

დემონსტრაცია პარლამენტის სასახლესთან 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

დემონსტრანტებს პარლამენტის სასახლესთან სიტყვით აქციის სხვადასხმა მონაწილე მიმართავდა. 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

ქალთა მარში თბილისში. 21.01.2017. ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

წყარო: ქალთა მსვლელობა თბილისი (ფეისბუკის გვერდი)

მასალების გადაბეჭდვის წესი