აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა, ევროკავშირის მხარდაჭერით,

დღეს მართავს კონფერენციას, რომლის თემაა ”საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები“. კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ისე “ნაციონალური მოძრაობისა” და “ქართული ოცნების” ლიდერები.
გიორგი ბარამიძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ “მიუხედავად საარჩევნო პროცესების დაძაბულად, უხეშად და სხვადასხვა ბრალდებებით წარმართვისა, დროა მომავალზე ვიფიქროთ და საარჩევნო ბატალიების ატმოსფეროდან იმ ურთიერთობებზე გადავიდეთ, რომელსაც ქართულმა საზოგადოებამ მისცა ხმა”.
ბარამიძემ ყურადღება გაამახვილა არჩევნების მეორე დღეზე და 2 ოქტომბრის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
“2 ოქტომბერს საქართველო გამოვიდა პოსტსაბჭოთა სივრციდან. ის არ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ის გარდაიქმნა დემოკრატიულ ქვეყანად სწორედ იმ განცხადებით, რაც პრეზიდენტმა გააკეთა და რაც ახლა მიმდინარეობს”, – განაცხადა ბარამიძემ.
