ახალი ამბები

ევროვიზიის 2017 წლის კონკურსზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს

20 იანვარი, 2017 • 16931
ევროვიზიის 2017 წლის კონკურსზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს

ევროვიზიის 2017 წლის კონკურსზე საქართველოს თაკო გაჩეჩილაძე წარადგენს სიმღერით “Keep the Faith!”.

ეროვნული კონკურსის გამარჯვებული მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ 25 კონკურსანტს შორის ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს. ევროვიზიის ეროვნული კონკურსის ფინალი 20 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში ჩატარდა.

საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობდა. შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. საქართველო ევროფესტივალზე წელს მეათედ წარადგენს კონკურსანტს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 62-ე კონკურსს კიევი მასპინძლობს. კონკურსის ნახევარფინალები 9 და 11, ხოლო ფინალი 13 მაისს ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი