სულ უბანზე 893 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული, აქედან ხმა მისცა 623–მა ამომრჩეველმა.

 

როგორც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო:

 

“1 ოქტომბრის არჩევნებზე 630 ამომრჩეველი მოვიდა, ხოლო დღეს ხმა მისცა 623–მა ამომრჩეველმა, დღეს არ გამოგვიყენებია გადასატანი ყუთი და არ ყოფილა სპეცსიები, არავითარ სერიოზულ ექსცესს ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ იზოლდა ბუღათრიშვილმა.

 

უბანი უკვე დატოვა ბოლო ამომრჩეველმა. ამ წუთებში ხმის დათვლის პროცედურა იწყება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *