ახალი ამბები

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს

19 იანვარი, 2017 • 8598
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს 10 მოქალაქე დააკავეს

გერმანიის მედიის ცნობით, 2017 წლის 18 იანვარს გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ საქსონიასა და საქსონია ანჰალტში 15 ადამიანი დააკავა, ვიეტნამისა და საქართველოს მოქალაქეები.

დრეზდენის პროკურატურა და ფედერალური პოლიცია გამოძიებას ქართველი და ვიეტნამელი ჯგუფების წინააღმდეგ აწარმოებს და მათ საცალო მაღაზიებიდან ქურდობის ორგანიზებას ედავება.

დაკავებულებს შორის 10 ქართველია, რომელთა ასაკი 26-დან 38 წლამდე მერყეობს. საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებული საქონლის კონფისკაცია მოხდება, ამოღებული საქონელი მოიცავს ალკოჰოლს, თამბაქოს, მაღალი ხარისხის კოსმეტიკას და ბავშვის მოვლის საშუალებებს. საქონლის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ ამოსაღებად სატვირთო მანქანა გახდება საჭირო. დამატებით, სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება 30 გრამი ჰეროინიც აღმოაჩინეს.

გამოძიების დაწყების საბაბი ქართველი თავშესაფრის მაძიებლების მიერ დრეზდენის მთავარ სადგურში განმეორებითი ქურდობის შემთხვევები გახდა. 2016 წლის მაისში რვა ადამიანი დააკავეს ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ. დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან და ისინი თავშესაფრის მაძიებლად იყვნენ დარეგისტრირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი