ახალი ამბები

გაუქმდება თუ არა საბავშვო ბაღებში გადასახადი

12 ოქტომბერი, 2012 • • 1056
გაუქმდება თუ არა საბავშვო ბაღებში გადასახადი

“საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი პირდაპირ მიუთითებს, რომ სკოლამდელ აღზრდას უზრუნველყოფს სახელმწიფო და არანაირი გადასახადი ამ სფეროში არ უნდა არსებობდეს და მერის განკარგულება კონსტიტუციის გვერდის ავლით  გამოიცა,”-განაცხადა სამუშიამ. 

 

ჯაბა სამუშია მოუწოდებს თბილისის მერს, გააუქმოს განკარგულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” წარმოადგენს გადაწყვეტილების პროექტს და იგი თხოვს საკრებულოს წევრებს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ პროექტს, რათა გიგი უგულავას განკარგულება გაუქმდეს.

 

თბილისის მერიის პრესსპიკერი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ  მერია კანონის შესაბამისად მოქმედებს, თუმცა:

 

“იმ შემთხვევაში, თუ ჯაბა სამუშია წარმოადგენს გაწერილ კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა გახდეს უფასო სკოლამდელი განათლება, ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ,” – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

 

მერის განკარგულება 2011 წლის აგვისტოში გამოიცა, აღნიშნული გადაწყვეტილება საკრებულოს ოპოზიურმა წევრებმა მაშინვე გააპროტესტეს. 

 

“საბავშვო ბაღებში გადასახადის შემოღება უსამართლო და არაადეკვატურია, თბილისის ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე”, – განაცხადა მაშინ “რესპუბლიკური პარტიის” ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი