ახალი ამბები

სამინისტრო პატიმართა თვითდაზიანების ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს

12 ოქტომბერი, 2012 •
სამინისტრო პატიმართა თვითდაზიანების ფაქტებზე ინფორმაციას ავრცელებს

სამინისტროს ცობით,  9 ოქტომბერს თვითდაზიანება მიიყენა მსჯავრდებულმა დ.მ.-მ, რომელსაც სოლიდარობა გამოუცხადა მსჯავრდებულმა ლ.ი.-მ და მანაც მიიყენა თვითდაზიანება. დაწესებულების ადმინისტრაციამ გამოაძახა ქირურგი, რადგანაც მსჯავრდებულ ლ.ი.-ს საჭირდებოდა შესაბამისი პროფილის ექიმის დახმარებას.

 

მსჯავრდებულთა განცხადებით, პროტესტის ამ ფორმას ექიმთან შეხვედრისა და მედიკამენტების დამატების მოთხოვნის გამო მიმართეს. მათ სამინისტროს წარმომადგენლებს განუცხადეს, რომ დაწესებულების ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან არანაირი პრეტენზია არ აქვთ, მაგრამ უკმაყოფილონი არიან სამედიცინო მომსახურების ხარისხით და ითხოვენ მის გაუმჯობესებას.

 

სასჯელაღსრულების სამინისტროსვე ინფორმაციით, 11 ოქტომებრს ასევე თვითდაზიანება მიიყენა მსჯარდებულმა ჯ.გ.-მ. მსჯარდებულს გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მისი განცხადებით, ადმინისტრაციის მიმართ კონკრეტული პრეტენზია არ აქვს, თუმცა ისიც მოითხოვს სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესებას.

 

“აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში პატიმართა ნაწილი თვითდაზიანებებს იყენებს იმ მოტივით, რომ მოხდეს მათი მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა #18 სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ გაუმჯობესდება მათი საყოფაცხოვრებო პირობები და ჯანდაცვის კუთხით მომსახურების ხარისხი. სამინისტრო მაქსიმალური დატვირთვით ამუშავებს საკუთარ სამედიცინო პერსონალს პატიმართათვის სათანადო დახმარების აღმოსაჩენად. ლიმიტთან შედარებით 30%–ით გაზრდილია პატიმართა რაოდენობა სამკურნალო დაწესებულებაში. ამავდოროულად, პატიმართა დიდი ნაწილისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა ხდება სამოქალაქო სექტორის დაწესებულებებში”, – აცხადებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

მასალების გადაბეჭდვის წესი