როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესსამსახურში განაცხადეს, საარჩევნო დეკლარაციები წლიურ დეკლარაციებთან ერთად გასაჯაროვდება:
“კანონი აუდიტის სამსახურს ავალდებულებს წლიური დეკლარაციების გასაჯაროებას, რომლებშიც ეს დეკლარაციებიც შევა. ჯერჯერობით ჩვენს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულია 2011 წლის წლიური დეკლარაციები, ხოლო 2012 წლის შევსებულ დეკლარაციებს პარტიები 2013 წლის თებერვალში წარმოგვიდგენენ, ამის შემდეგ, 5 დღის ვადაში ეს დეკლარაციები საჯარო გახდება”, – განაცხადეს აუდიტის სამსახურში.





