ახალი ამბები

უგულავა თბილისის მაჟორიტარებს ეპატიჟება

11 ოქტომბერი, 2012 • • 1148
უგულავა თბილისის მაჟორიტარებს ეპატიჟება

“ნოემბერში იწყება საბიუჯეტო განხილვები, როგორც საკრებულოში, ასევე პარლამენტში. მოდის ზამთარი და მთელი რიგი პრობლემებია, რომლებიც თბილისელებს აწუხებთ. ამიტომ მე მზად ვარ, მათთან ერთად გავიარო რიგი პროგრამები და შევაჯეროთ ის საკითხები, რაც მნიშვნელოვანია, რომ ასახული იყოს ბიუჯეტში. თუ მათი მხრიდან სურვილი იქნება, ჩვენ ვისაუბრებთ კომუნალურ თუ სხვა ნებისმიერ საკითხზე და მათაც ექნებათ თავიანთი ხედვის შემოთავაზების შესაძლებლობა.  მე მგონია, რომ კონსტრუქციული საუბარი, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ თბილისი და შევუმსუბუქოთ თბილისელებს პრობლემები, მხოლოდ მათ და საქმეს წაადგება”, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი