ახალი ამბებისამართალი

საპოლიციო რეიდების ფარგლებში ორ დღეში 64 პირი დააკავეს

18 იანვარი, 2017 • 6749
საპოლიციო რეიდების ფარგლებში ორ დღეში 64 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წლის 16-17 იანვარს, საპოლიციო კონტროლის ე.წ. რეიდების დროს, გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 1088 ფაქტი. შსს–ის ინფორმაციით, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ორ დღეში 64 პირი დააკავეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, სპეციალური საპოლიციო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელა.

საპოლიციო კონტროლის დროს, შსს–ს ცნობით, სამართლდამცველების მიერ გამოვლინდა სისხლის სამართლის 129 დანაშაული, მათ შორის:

  • ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 63 ფაქტი;
  • ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების (სსკ-ს 236-ე მუხლი) – 63 ფაქტი;
  • ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება (სსკ-ს 117-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • ქურდობის (სსკ-ს 177-ე მუხლი) – 15 ფაქტი;
  • ქურდობის მცდელობის (სსკ-ს 19-177-ე მუხლი) – 1 ფაქტი;
  • ოჯახში ძალადობის (სსკ-ს 126-პრიმა მუხლი) – 3 ფაქტი;
  • ძალადობის (სსკ-ს 126-ე მუხლი) – 4 ფაქტი;
  • ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების (სსკ-ს 260-ე მუხლი) – 19 ფაქტი;
  • ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების (სსკ-ს 265-ე მუხლი) – 2 ფაქტი;
  • ხულიგნობის (სსკ-ს 239-ე მუხლი) – 2 ფაქტი.

ე.წ. რეიდების დროს, შსს–ს ინფორმაციით, ასევე გამოვლინდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1088 შემთხვევა, მათ შორის:

  • დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის (ასკ-ს 166-ე და 173-ე მუხლები) – 24 ფაქტი;
  • ცივი იარაღის ტარების (ასკ-ს 181-პრიმა მუხლი) – 43 ფაქტი;
  • ნარკოტიკების უკანონო მოხმარების (ასკ-ს 45-ე მუხლი) – 45 ფაქტი;

შსს–ის განცხადებით, საპოლიციო კონტროლის მიმდინარეობისას სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს შემდეგი სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა:

5 ავტომატი, 9 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 7 შაშხანა, 5 გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 სანადირო თოფი, 1 საფანტის პისტოლეტი, 18 ხელყუმბარა, 3 ყუმბარმტყორცნის ჭურვი, 1 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი და  სხვადასხვა კალიბრის 2858 საბრძოლო ვაზნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართლდამცველებმა ასევე ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

ე.წ. რეიდების დროს, როგორც შსს აცხადებს, პოლიციამ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულისთვის – 22, ხოლო ადმინისტრაციული სამართლდარღვევისთვის – 42 პირი დააკავა.

რა უნდა იცოდეთ პოლიციის რეიდის დროს:

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, გამოსცეს წერილობითი განკარგულება სპეციალური საპოლიციო კონტროლის ე.წ. რეიდის, განხორციელების თაობაზე. რეიდი ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან ჩადენილი იქნება დანაშაული ან სხვა სამართალდარღვევა.
რეიდის დროს ხდება

[checklist]

  • უფლება გაქვთ მოითხოვოთ განმარტება გაჩერების საფუძვლის შესახებ
  • თქვენ პოლიციელისთვის მხოლოდ პერსონალური მონაცემებისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის ვალდებულება გეკისრებათ
  • თუ გარეგნული ნიშნებით შეუძლებელია პოლიციელის იდენტიფიცირება, შეგიძლიათ მოსთხოვოთ დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, თუკი ხელს არ შეუშლის საპოლიციო ფუნქციების შესრულებაში
  • პირის ზედაპირული შემოწმება და ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება
  • ზედაპირული შემოწმება გულისხმობს ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით ან სპეციალური ხელსაწყოთი შეხებას
  • ნივთის ან სატრანსპორტო საშუალების ზედაპირული დათვალიერება მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში – მისი საბარგულის ვიზუალური დათვალიერებაც იგულისხმება.
  • სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელებისას პოლიციელი აღჭურვილი უნდა იყოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ჩართული ვიდეო-გადამღები ტექნიკით, რომლითაც უწყვეტ რეჟიმში ხდება ვიდეოგადაღება.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი