ახალი ამბები

ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან

11 ოქტომბერი, 2012 •
ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ დაცვის პოლიციის თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილ დაცვის პოლიციის თანამშრომლებს შეხვდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა მოქმედ მთავრობას მოუწოდა, ხელისუფლების ოფიციალურ გადაბარებამდე რადიკალური ნაბიჯებისგან თავი შეიკაონ.

“თუ ასეთი ნაბიჯის გადადგმა იქნება გარდაუვალი, ჩვენი გუნდის თხოვნაა, რომ იქნებ შედგეს წინასწარი კონსულტაციები მომავალი მთავრობის წევრებთან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 50–მდე თანამშრომელმა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან მერიის მიერ ახალი უწყების შექმნა გააპროტესტეს.

ისინი ამბობენ, რომ მათ ამ გადაწყვეტილების შემდეგ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი