ახალი ამბებისაზოგადოება

ძაღლთა ბრძოლის ორგანიზატორთა დასჯის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა [ვიდეო]

17 იანვარი, 2017 • 1583
ძაღლთა ბრძოლის ორგანიზატორთა დასჯის მოთხოვნით თბილისში აქცია გაიმართა [ვიდეო]

ცხოველთა უფლებების დამცველებმა და მათმა მხარდამჭერებმა დღეს საქართველოს მთვრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქცია გამართეს. ამ ფორმით აქციის მონაწილეებიმა გუშინ, 16 იანვარს, სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელებული ვიდეო და მასზე ასახული ფაქტი გააპროტესტეს.

ვიდეო ძაღლების ორთაბრძოლას ასახავდა. მასში ათობით ადამიანი ჩანდა, რომლებიც ძაღლების ჩხუბს შეძახილებისა და ოვაციების ფონზე აკვირდებოდნენ. მას შემდეგ, რაც ვიდეო ინტერნეტსაზოგადოების განხილვის საგანი გახდა, ის სოციალური ქსელიდან წაიშალა.


ვიდეოზე ასახულ ფაქტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც ცხოველის სიცოცხლის მოსპობა ან დასახიჩრება გამოიწვია. უწყებაში ჯერ არ აკონკრეტებენ, მოეწყო თუ არაძაღლების ორთაბრძოლა თანხის სანაცვლოდ და ამბობენ, რომ საქმის გარემოებებს გამოძიება დაადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი