ნობელის პრემია ფიზიკის დარგში სერჟ ჰაროჩეს და დევიდ ჯ. ვინლანდს გადაეცათ კვანტურ ფიზიკაში ჩატარებული ექსპერიმენტისთვის, ხოლო ქიმიაში პრიზი რობერტ კ ლეფკოვიჩსა და ბრაიან კ. კობილკას შორის გაიყო G-ცილის რეცეპტორების შესწავლისთვის.
როგორც ნობელის პრემიის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა აღნიშნული, ორივე შემთხვევაში საქმე გვაქვს ისეთ აღმოჩენასთან, რამაც აქამდე შეუძლებელი შესაძლებელი გახადა.
ხვალ ნობელის პრემია მშვიდობის, ხოლო 15 ოქტომბერს ეკონომიკის დარგში გაიცემა.
ალფრედ ნობელის სახელობის პრემია 1901 წლიდან გაიცემა, პრიზი დიპლომის, მედლის და ფულადი პრემიისგან შედგება. ნობელის სახელობის ფონდი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მდებარეობს.