ახალი ამბები

რესპუბლიკელები: საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს უფლებოსილების შეზღუდვა უკან დაგადგმული ნაბიჯი იქნება

17 იანვარი, 2017 • 2815
რესპუბლიკელები: საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს უფლებოსილების შეზღუდვა უკან დაგადგმული ნაბიჯი იქნება

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამერუვეო საბჭოს უფლებამისლებების შეზღუდვა იქნება კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი მედიის გამჭვირვალობისა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების თვალსაზრისით.

რესპუბლიკური პარტია აცხადებს, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით შემოთავაზებულია სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეზღუდვის ხარჯზე გენერალური დირექტორის უფლებამოსილებების გაზრდა.

რესპუბლიკური პარტია მიმართავს საზოგადოებას და საქართველოს პარლამენტს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეურვეო საბჭო, რომელსაც აქვს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაცია, ასევე, გენერალური დირექტორის კონტროლის უფლებამოსილება.

განცხადებაში, რომელიც პარტიმ დღეს, 17 იანვარს გაავრცელა, წერია, რომ უფლებამოსილებათა ამგვარი გადანაწილების ძირითადი მიზანია,  ერთი მხრივ, სამეურვეო საბჭოს, როგორც უმაღლეს მმართველ ორგანოს, საჭიროების შემთხვევაში ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა, მეორე მხრივ, კი არ დაუშვას გენერალური დირექტორის ხელში ჭარბი უფლებამოსილების კონცენტრირება.

რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესები – გენერალური დირექტორის ასარჩევი კონკურსი, ნათლად აჩვენებს, რომ კანონით გათვალისწინებული გამჭვირვალე პროცედურები იქცა ფსევდოგამჭვირვალობად და გადაწყვეტილებების მიღება გადაიზარდა თვითნებობაში.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების შეკვეცასა და დირექტორის უფლებამოსილების გაზრდაზე მოამზადებს კანონპროექტს.

მაუწყებლის თანამშრომლების წინადადების თანახმად, უნდა შეიზღუდოს სამერუვეო საბჭოს უფლებამოსილება, რის ხარჯზეც დირექტორისა გაიზრდება. ავტორების აზრით, ტელევიზიის ბიუჯეტში ცვლილებები შეტანა სამერუვეო საბჭოს საკუთარი ინიციატივით არ უნდა შეეძლოს, რადგან ეს ხელმძღვანელ ორგანოთა შორის ბალანსს არღვევს და უკიდურესად ზღუდავს დირექტორის უფლება-მოვალეობებს.

წინადადების თანახმად, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილება აღარ უნდა იყოს მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულებების ძირითადი პირობების, მათ შორის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობის განსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი