მოსამართლეებმა მიიღეს ეკატერინა სამუშევიჩის ადვოკატის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, სამუშევიჩი დაცვამ მანამდე გამოაგდო ტაძრიდან, სანამ თავის გიტარას ჩასადებიდან ამოიღებდა. ჯგუფის დანარჩენი წევრებმა მიულოცეს და ჩაეხუტნენ ეკატერინა სამუშევიჩს, როდესაც განაჩენი გამოცხადდა.
ერთ-ერთმა ადვოკატმა, მარკ ფეიგინმა განაცხადა, რომ ჯგუფის დანარჩენი წევრებიც უნდა გათავისუფლდნენ და სააპელაციო პროცესი გაგრძელდება.
გათავისუფლებული წევრის მამაც გამოექომგა ჯგუფის ორ წევრს, რომლებიც ამ დრომდე სასჯელს იხდიან.
“როგორი ბედნიერებაა, მაგრამ ამავდროულად როგორი სირცხვილია, გოგონებს არ დაუმსახურებიათ ასეთი მკაცრი სასჯელი”
ჯგუფის წევრებმა სააპელაციო სასამართლოს სხდომზე განაცხდეს, რომ მათი პროტესტი არა ეკლესიის წინააღმდეგ, არამედ პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული. შეგახსენებთ, რომ “Pussy Riot”-ის წევრები, აგვისტოში მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში გამართული კრემლის საწინააღმდეგო პროტესტისთვის დაკავეს.
ეკატერინა სამუშევიჩი, ნადეჟდა ტოლოკონიკოვა და მარია ალიოხინა რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. მათ დაკავებას ფართომასშტაბიანი პროტესტი მოყვა.
ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მარია ალიოხინამ სასამართლო მოსმენისას განაცხადა, რომ ჯგუფის ყველა წევრი უდანაშაულოა და განაჩენი უნდა გაუქმდეს. მისივე განცხადებით, რუსეთის მართლმსაჯულების სისტემა დისკრედიტებულია. ალიოხინას განცხადებით, ჯგუფის წევრებს არ სურდათ მრევლის გრძნობების შეურაცხყოფა. მისივე თქმით, მან იმედი დაკარგა ამ პროცესში.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას ჯგუფის წევრები შუშის კაბინაში მოათავსეს.