ახალი ამბები

ჯეჯელავა: თუ სკოლაში სველი წერტილი არ მოწესრიგდება, დირექტორის პასუხისმგებლობა დადგება

17 იანვარი, 2017 • 3657
ჯეჯელავა: თუ სკოლაში სველი წერტილი არ მოწესრიგდება, დირექტორის პასუხისმგებლობა დადგება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სკოლებში ჰიგიენის საკითხია. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ არაერთხელ სთხოვა სკოლების დირექტორებს, შეძლებისდაგვარად ეზრუნათ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე:

“ამ ეტაპზე საუბარია, რომ ყველა მიმართულებით შევუტიოთ, ასე ვთქვათ, ჰიგიენის საკითხს. მათ შორის დირექტორებს ჩვენ ვთხოვეთ, რომ რა დონეზეც შესაძლებელია მათი არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და  სისუფთავე და წესრიგი რომ იყოს, იმას გააკეთებენ. ეს ჩვენი დავალებაც არის, თხოვნაც და მოთხოვნაც. ამას გარდა, ვმუშაობთ, რომ პრაქტიკულად ყველა სკოლაში, პირველ რიგში, ამ საკითხს მივხედოთ, რადგან გასაგებია, რომ ძალიან კარგია სააქტო დარბაზი და ცეკვის სცენა, მაგრამ ჩვენ თუ ელემენტარული პირობები ვერ უზურნველვყავით ჩვენი ბავშვებისთვის, უბრალოდ, აზრი არ აქვს. დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება, ყველა შემთხვევაში, სადაც შესაძლებელი იყო სველი წერტილის მოწესრიგება და ეს არ მოხდა” – თქვა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

მინისტრის თქმით, სამინისტრო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სკოლებს ყველა სახის მხარდაჭერით უზრუნველყოფს, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში ფინანსურითაც.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი