აშშ–ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა და სამსახურს მომავალი კვირიდან შეუდგება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Foreign Policy ავრცელებს.

 

ჯონ ბასი საქართველოში აშშ–ის ელჩად 2009 წელს დაინიშნა და 2012 წელს რიჩარდ ნორლანმდა შეცვალა. მანამდე კი საქმიანობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოპერაციების ცენტრის დირექტორის პოსტზე. Foreign Policy მიიჩნევს, რომ აღნიშნულ პოსტზე მუშაობის გამოცდილება მას დაეხმარება ახალ სამსახურში, რადგან აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივანის მოვალეობაა, მართოს კრიზისების ცენტრი და თავი გაართვას ისეთი საგანგებო სიტუაციების მართვას, როგორიცაა გასულ თვეს ახლო აღმოსავლეთში აშშ–ის საელჩოზე თავდასხმა.

 

სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოვალეობაა სახელმწიფო დეპარტამენტის სხვადასხვა ბიუროებს შორის ურთიერთობის წარმართვაც.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *