ახალი ამბები

‘ოცნებაში’ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურებს განიხილავენ

10 ოქტომბერი, 2012 •
‘ოცნებაში’ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურებს განიხილავენ

17:05 – “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურების განსახილველად იმყოფებიან ამავე კოალიციის აჭარის შტაბის წევრები, მათ შორის არის “რესპუბლიკური პარტიის” წევრი გიორგი მასალკინი.

 

მასალკინმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” აჭარის შტაბის წევრები კოალიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს, დავით საგანელიძეს შეხვდებიან. გიორგი მასალკინის ინფორმაციით, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე არ დასახელებულა მისი კანდიდატურა, თუმცა სხვა კანდიდატებზე წინასწარ საუბარი არ ისურვა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი