16:40 – დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ელჩი ჯუდიტ გოფი რამდენიმე წუთის წინ კოალიცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში შევიდა, თუმცა მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსსაც შეხვდა.
ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ელჩმა „ქართული ოცნების“ ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ბიძინა ივანიშვილი და იუვალ ფუქსი შეთანხმდნენ, რომ საქართველო–ისრაელის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და შენარჩუნდეს, ასევე უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის რიგით მოქალაქეებს შორის ურთიერთობა კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და სხვა სფეროებში. საუბარი შეეხო ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარების აუცილებლობასაც.