ახალი ამბები

ისრაელის ელჩი ივანიშვილს შეხვდა

10 ოქტომბერი, 2012 •
ისრაელის ელჩი ივანიშვილს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი დღეს, 10 ოქტომბერს, საქართველოში ისრაელის ელჩს იუვალ ფუქსს შეხვდა.

 

ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ელჩმა „ქართული ოცნების“ ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.

 

ბიძინა ივანიშვილი და იუვალ ფუქსი შეთანხმდნენ, რომ საქართველო–ისრაელის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და შენარჩუნდეს, ასევე უნდა განვითარდეს ორი ქვეყნის რიგით მოქალაქეებს შორის ურთიერთობა კულტურის, ახალგაზრდობის, სპორტისა და სხვა სფეროებში. საუბარი შეეხო ბიზნესისა და ვაჭრობის განვითარების აუცილებლობასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი